გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მაღალტექნოლოგიური საკალათბურთო დარბაზის "Shoot 360 Tbilisi"-ის გახსნას დაესწრო

15-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კალათბურთის სასწავლო პროგრამის "Shoot 360 Tbilisi"-ის მაღალტექნოლოგიური დარბაზის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ხელაძე, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი გიორგი ალავიძე და სპორტსმენები.


სტუმრებმა დარბაზი დაათვალიერეს და ზაზა ფაჩულიასგან მის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.


თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს, ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ზაზა ფაჩულიას ინიციატივით და ინვესტიციით მისივე აკადემიაში გაიხსნა მაღალტექნოლოგიური დარბაზი. მისი თქმით, ეს დარბაზი იქნება უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ გამოცდილი, მაღალი მიღწევების მქონე სპორტსმენებისთვის, არამედ ასევე მიმზიდველი იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უფრო მეტი პირის ჩართვას სპორტის მოცემულ სახეობაში.


ინფორმაციისთვის, "Shoot 360" ამერიკული პროექტია, რომლის პირველი ფილიალი ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა საქართველოში, თბილისში დაარსდა. „Shoot 360 Tbilisi" არის მაღალტექნოლოგიური სავარჯიშო დარბაზი მწვრთნელის გარეშე, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტსა და სპორტსმენთა საჭიროებას პასუხობს.