გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბრალდებული მოსამართლეს - ციხეში დამტოვეთ, ქუჩაში ვცხოვრობ და არც სამუშაო მაქვს

2-05-2018

58 წლის მამაკაცმა, რომელსაც ბრალი ელექტროსადენების ქურდობაში ედება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიოლეტა ფორჩხიძეს, გათავისუფლების ნაცვლად პატიმრობაში დატოვება სთხოვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბრალდებულის თქმით, მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და დასაქმებას ვერ ახერხებს.

„ბოლო წლები საპატიმროში ვიყავი. ერთი თვის გამოსული ვიყავი და ქუჩაში ვცხოვრობდი, სამუშაოს ვეძებდი. რამდენჯერ მივედი სამშენებლო კომპანიებთან და ვუთხარი, რამეზე მაინც მამუშავეთ-მეთქი, არ ქნეს. მე არ მინდა, რომ ჩემს საქმეზე დაიკითხოს ვინმე, არაფერს ვასაჩივრებ. თანახმა ვარ, პატიმრობა გაგრძელდეს“, – ციტირებს „ბათუმელები“ ბრალდებულის კომენტარს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი ქ.-მ გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კომერციული ფართობიდან, ასევე დუმბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინიდან, გამოსაყენებლად გამზადებული ელექტროსადენები მოიპარა. პროკურორ ზურაბ კონცელიძის თქმით, მოპარული ელექტროსადენები ქურდობის ერთ შემთხვევაში 200 ლარად შეფასდა, მეორეში – 150 ლარზე ნაკლები იყო. ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

reginfo.ge