გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე

15-12-2021

შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და საქართველო ამ გზას მტკიცედ მიჰყვება.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით",- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".