გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: თემურ ალასანიას ჩამოსვლა მორიგი ნიშანია, რომ ისინი შესაძლოა, გარკვეულ მძიმე სცენარებზე ფიქრობდნენ, მაგრამ მათ ამის რესურსი არ აქვთ

16-12-2021

რაც შეეხება თემურ ალასანიას ჩამოსვლას, ესეც მორიგი ნიშანია, რომ ისინი შესაძლოა, გარკვეულ მძიმე სცენარებზე ფიქრობდნენ, მაგრამ ამის რეალური რესურსი უნდა გქონდეს და მათ ამის რესურსი არ აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


მისი თქმით, 21 დეკემბერს დაგეგმილი აქციაც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების მამხილებელი.


„21 დეკემბერს ნახავთ, რეალურად რისი რესურსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ . ის სერიოზულად არის დასუსტებული, ეს პროცესი გაგრძელდება და მთავარია, ჩვენ ხელი შევუწყოთ ამას. ეს სჭირდება ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის სიმშვიდესა და სტაბილურობას. რეალურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ესეც დასუსტების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება თემურ ალასანიას ჩამოსვლას, ესეც მორიგი ნიშანია, რომ ისინი შესაძლოა, გარკვეულ მძიმე სცენარებზე ფიქრობდნენ, მაგრამ ამის რეალური რესურსი უნდა გქონდეს და მათ ამის რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.