გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან

16-12-2021

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.


აღნიშნული შეხვედრის შესახებ თავად ბორელი სოციალურ ქსელში წერს.


"მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად.


მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია.


ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას" - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი Twitter-ის პირად გვერდზე.