გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევი კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის 2 პროექტი შეირჩა

16-12-2021

2022 წელს თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევი კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის ე.წ. მოკლე სიიდან 2 პროექტი შეირჩა.


საკონკურსო კომისიის 6 წევრის ინდივიდუალური შეფასებების შეჯერების შედეგად გამოვლენილი 2 პროექტია:


1. „მე ვწუხვარ ბაღზე" - პროექტის წარმდგენი ა(ა)იპ ,,მდგომარეობებს შორის"(ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი); პროექტის ავტორები: მარიამ ნატროშვილი, დავით (დეთუ) ჯინჭარაძე


2. „როდესაც ყველა ხე გახმება, გია დარგავს ნერგს, რომელიც იყვავილებს" - პროექტის წარმდგენი შპს ფროჯექტ ართბით (ნათია ბუკია); კურატორი - თომას დელამარი; მხატვარი - ნიკა ქუთათელაძე.


აღსანიშნავია, რომ პროექტები ანბანური რიგითობით არის წარმოდგენილი და რიგითი ნომერი არ ასახავს ერთი პროექტის უპირატესობას მეორე პროექტთან მიმართებაში.


მოცემული ორი პროექტი, ავტორთა თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ერთობლივად იქნეს წარდგენილი საქართველოს ეროვნულ პავილიონში. ავტორებს შორის შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია 18 დეკემბრამდე ერთ-ერთ მათგანს შეარჩევს და გამოაცხადებს გამარჯვებულად.


შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევი კონკურსი 5 ოქტომბერს გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველ კონკურსანტთა 15 პროექტიდან ე.წ. მოკლე სია, რომელიც 6 საკონკურსო პროექტს მოიცავდა, 10 დეკემბერს გახდა ცნობილი.

ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა: „რძე სიზმრებისა".


კულტურის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული პავილიონის მოსაწყობად საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე შეარჩია (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 2022 წლის 13 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე საქართველოს განკარგულებაში იქნება და, ამასთან, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში ერთი თვით იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობის შეძლებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის მონაწილეები კონკურის გზით გამოვლინდებიან, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოცხადდება.