გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის ბულვარში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი დააკავეს

2-05-2018

ბათუმის ბულვარში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ვალერიან თედორაძეა. ინცინდენტი გვიან ღამით მოხდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობსა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის ვალერიან თედორაძის პროცესი გაიმართა, იგი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა. რაც შეეხება დაკავებულ სამ პირს, მათი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღის განმავლობაში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"