გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები უნდა შემცირდეს

18-12-2021

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.


„ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. მომდევნო წლიდან პარლამენტს წარედგინება ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტის განმტკიცება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.