გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის, აქტიურად ჩაერთო

18-12-2021

,,რამდენიმე დღეა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის. აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო უერთდება და სრულად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას - გადავარჩინოთ ერთმანეთი.


"ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა. მესმის, რომ ბევრ ადამიანს აქვს აცრის მიმართ შიში, მაგრამ დღეს სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების და გარშემომყოფების სიცოცხლის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ავიცრათ.


ყოველდღიურად პანდემიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვაქცინაცია კი საუკეთესო გამოსავალია.


შესაძლებლობა მომეცა და ზაფხულში ავიცერი. წარმოუდგენელია, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაა. ერთიანობით და დროული აცრით აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხებას"-განაცხადა ლევან თევზაიამ -აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა.