გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი იონათამიშვილი: ამ ცენტრს „ემპათია“ კი არა, „ევგენიკა“ უნდა ერქვას

19-12-2021

„ამ ცენტრს „ემპათია“ კი არა, ცენტრი „ევგენიკა“ უნდა ერქვას აშკარად. რამდენი წელია, ვებრძვი, ამ მანკიერ ტერმინ „ინვალიდს“ და ეს „ინვალიდიზაცია„ რაღაა საერთოდ? თქვენ, მართლა, ხომ არ გცხელათ მაგ ცენტრში! ჯერ, შშმ პირი „ჯანსაღი ადამიანის“ ოპოზიტად გამოაცხადეს; ახლა, საერთოდ, ახალ მიმდინარეობას ჩაუყარეს საფუძველი; ხვალ, სტერილიზაციას მოგვთხოვენ!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დეპუტატი რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელშიც მოხსენიებულია სიტყვები „ინვალიდი“ და „ინვალიდიზაცია“.


რატი იონათამიშვილი „ემპათიის“ დასკვნაზე ხელმომწერი პირებისგან საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.


მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და შშმ პირები პაციენტები არ არიან:


„ამ დასკვნის ავტორებს კომპეტენცია კი არა, ელემენტარული განათლება არ აქვთ და წარმომიდგენია, მათ ხელში რომ მოხდეს შშმ ადამიანი, თან შეზღუდული შესაძლებლობის გამოც არა, შეიძლება ნებისმიერი შეგვაწუხოს ყელის, ან თავის ტკივილმა, ასეთი დისკრიმინაციული მენტალობით, რას დამართებენ იმას!


შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და არც შშმ პირები არ ვართ პაციენტები! ეს არის სოციალური პარადიგმა, რომელიც განიხილება უფლებრივ ჭრილში და არა სამედიცინო მოდელით, როგორც ნოზოლოგიები.XXI საუკუნეში ასეთი აზროვნება უკიდურესი სირცხვილია. ამიტომ, სათითაოდ გამოვიდნენ ამ ევგენიკურ ტექსტზე ხელმომწერი პირები და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ მთლიანად, საზოგადოებას, რადგან მსგავსი შეურაცხმყოფელი და ფაშისტური აზროვნება ყველასათვის თანაბრად მიუღებელია!“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.