გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოდან 5.9 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

20-12-2021

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.7 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ღირებულება - 13 ათასი აშშ დოლარით (0.2%) გაიზარდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 492 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 285 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).