გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა - საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი

20-12-2021

ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში.


„ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, რომ მე გავაჟღერე მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.