გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 10 იანვარს დაიწყება

20-12-2021

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის დეტალური განრიგი ცნობილია. მეორე ტურში გადასული 6 000-ზე მეტის მოსწავლისათვის ტესტირება 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება და მასში სრულად იქნება დაცული ყველა ის რეგულაცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.


დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია. ტესტირების გავლის დეტალები და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია კი გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.


მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ყველა იმ მონაწილემ, რომელიც მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.


ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. მესამე, დასკვნით ტურში გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვებენ და მოხვდებიან შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.