გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას

20-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას.


„მაქვს პატივი ვუმასპინძლო ჩემს მეგობარ ნიკოლ ფაშინიანს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას. ამ ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წვლილი შეაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაში",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.