3-05-2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტომობილების შესაძენად ორ ძვირადღირებულ ტენდერს აცხადებს.
ერთი ტენდერის ღირებულება 530 000, ხოლო მეორის - 1 448 000 ლარია.
ტენდერების მიხედვით სამინისტროს 40 ავტომობილის, 30 - ბენზინის ძრავიანი, ხოლო 10 - ჰიბრიდის შეძენა სურს. უწყებას უნდა, რომ ეს მანქანები იყოს:
არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული
გარბენი: არაუმეტეს 50 კმ;
ოთხივე ელექტროშუშით:
ალუმინის დისკებით;
კონდიციონერით;
აუდიო სისტემით;
საჭის გამაძლიერებელით;
ABS - ით (მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა);
ავტომობილის სტაბილურობის კონტროლით (ASR, VSR ან ESP/ESC);
საჭის სიმაღლის მარეგულირებელით;
საჭე მარცხნივ უნდა ჰქონდეს;
ძარის ფერი - ლურჯი;
ნაჭრის სალონი (მუქი ფერის);
უკანა საქარე მინის ელ.გათბობით; - წერს ,,ლიბერალი”, რომელსაც გიგი უგულავა ასეთ კომენტარს უკეთებს:
,,რა დავწერო არ ვიცი და რის დაწერა მინდა თქვენც იცით”