გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნითსამუშაო ჯგუფი შეიქმნა

22-12-2021

კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, მათი შენარჩუნების, მართვის, ეფექტური გამოყენების და გენეტიკური რესუსრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ასოციაციას და კერძო სექტორს გააერთიანებს, სადაც ამჟამად კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები ინახება.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის “ელკანა“, სათესლე მასალის და სანერგეების ასოციაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ეროვნული და სერთაშორისო კანონმდებლობა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები, ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მათი საქმიანობა განიხილეს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცენარეთა გენეტიკური მასალა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გენ ბანკებში ინახება. დღეისთვის გენეტიკური რესურსების მიმართულებით არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ცენტრალური ბაზა და ორგანო, რომელიც გენეტიკურ რესურსებზე მომუშავე არსებულ ორგანიზაციებს კოორდინებასა და დახმარებას გაუწევს.