გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო ფოჩხუა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ცვლილებებია; შემოდის ვადიანი ულიმიტო სისტემა, მომხმარებელთა ბევრი კატეგორია ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით

22-12-2021

„ახალი სისტემით, მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი ინტეგრირდება. მთავარი აქ ის არის, რომ მომხმარებელთა ბევრი კატეგორია ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით“- ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტების ამოქმედების თაობაზე


“საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ცვლილებებია. შემოდის ვადიანი ულიმიტო სისტემა, რომლის მსგავსი ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. ახალი სისტემით, მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი ინტეგრირდება. მთავარი აქ ის არის, რომ მომხმარებელთა ბევრი კატეგორია ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით: თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები. 20 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული დაწესებულების სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურები და სხვა; 10 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები”- წერს ნინო ფოჩხუა.