გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია გაბრიჭიძე: ტრანსპორტის ახალმა ტარიფებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და პირდაპირ ვიტყვი, რომ თავიდან მეც გავღიზიანდი, მაგრამ როცა კარგად დავუკვირდი არ დაგიმალავთ და რაღაცები მომეწონა კიდეც

22-12-2021

ექსპერტი გია გაბრიჭიძე გამოეხმაურა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტების შესახებ და გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან დადებით მხარეს ამ ცვლილებებისა.


„ტრანსპორტის ახალმა ტარიფებმა საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და პირდაპირ ვიტყვი, რომ თავიდან მეც გავღიზიანდი, რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ (სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანი ვისარგებლებ), მაგრამ როცა კარგად დავუკვირდი არ დაგიმალავთ და რაღაცები მომეწონა კიდეც. ცხადია უფასო, 10 და 20 თეთრიან მგზავრობაზე არაფერს ვიტყვი. უბრალოდ გეტყვით იმ პუნქტებზე, რომლებიც ჩემთვის კარგია და რომლითაც აუცილებლად ვისარგებლებ: ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან. ეს ტარიფი მაინცდამაინც კარგი არ არის, მაგრამ კარგია იმ მხრივ, რომ 1 ლარად შეიძლება იმგზავრო ჯერ ავტობუსით, შემდეგ სამარშრუტო ტაქსით და თუ საათნახევარში ჩაეტევი 1 ლარად შეგიძლია ბევრი ტრანსპორტი გამოიცვალო (არ მითხრათ რომ 90 წუთი ცოტააო. მე პირადად ამ დროში 3, ხანდახან 4 ტრანსპორტიც გამომიცვლია). ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად; ულიმიტო (ნუ ამით არა მგონია ბევრმა ისარგებლოს), ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი (ხშირად მინახავს ავტობუსში ტურისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ მეტრომანი და კონტროლიორს უფასოდ გაუტარებია); ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად (აი ეს ზუსტად ჩემთვისაა და დარწმუნებული ვარ ბევრისთვისაც). ულიმიტო, სამთვიანი ბარათი (100 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება. ესენიც კარგია, მაგრამ აქ შესაძლებლობები ცოტა მცირდება. სავარაუდოდ ამ ბარათებით ისინი ისარგებლებენ, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, ხშირი გადაადგილება სჭირდებათ და აქვთ შესაძლებლობა ერთიანად გადაიხადონ 100, 150 ლარი. მოკლედ რომ ვთქვა ცუდი ნამდვილად არ არის. მე პირადად 40 ლარიან ბარათს აუცილებლად ვიყიდი“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.