გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი ღიბრაძე: საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია; შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია

22-12-2021

საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბითაც ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს.


„საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იმიტომ, რომ ტენდენციაც რომ ვნახოთ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ამ ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.