გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ციფრული ტექნიკა გადაეცა

22-12-2021

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა. შეხვედრას მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა.


შეხვედრის ფარგლებში, UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ციფრული ტექნიკა - კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები გადაეცა, რაც ელექტრონული მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და შორეულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მომსახურებას შეუწყობს ხელს.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პროცესში პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.