გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად

22-12-2021

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება; ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. პროცესები ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.


მთავრობის მეთაურმა რეგიონის ქვეყნებთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაჟღერებული "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა.


„მე მაქვს ძალიან კარგი, უშუალო მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან - პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინიანთან. მოგეხსენებათ, წელს უკვე ოთხჯერ მქონდა ოფიციალური შეხვედრა - ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში, ორჯერ ვიყავი სომხეთში და ორჯერ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერიც და არაერთი ინტერაქცია მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის სატელეფონო. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა თურქეთშიც, უმაღლეს დონეზე მიგვიღო პრეზიდენტმა ერდოღანმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენს მეზობლებს შევთავაზეთ არაფორმალური რეგიონული პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზაფხულში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც შევქმენით, უშუალოდ ჩემი მედიატორობით შედგა შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას შევუწყვეთ ხელი და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით რეგიონში, რითაც ვაჩვენეთ არა მხოლოდ რეგიონს და მეზობლებს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამერიკას, ევროკავშირს, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა დ სტაბილურობის მისაღწევად. ამის თაობაზე მქონდა ბრიუსელში საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და ამის თაობაზე ვისაუბრე გაეროს ტრიბუნიდანაც, როდესაც "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივა გავაჟღერე. ამ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა ჩვენს მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეზობლებთან ურთიერთობას და რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა მათ შორის საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.


„მე მქონდა არაერთი ვიზიტი თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ამერიკასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP26) და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოზიციონირება მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება.


ამასთან, პრემიერმა ისაუბრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაგეგმილ ვიზიტზე, რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებთან.


„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.