გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი გამოავლინა

23-12-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი მისცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისივე მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის განახორციელა მომსახურების მიწოდების ამსახველი 72 ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას დამატებული ღირებულების გადასახადში უსაფუძვლოდ წარმოეშვა 318 026 ლარის ოდენობის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში ბრალდებულმა გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.


გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.