გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

23-12-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ბაქოში მან შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.


შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა. კერძოდ, ორმხრივი ფორმატის განხილვისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოვებს ჩვენი ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.


მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას.