გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 5 თვეში, ანაზღაურების სახით, 28 ათას 960 ლარი აიღო

24-11-2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და 4 მინისტრის ხელფასებისა და დანამატების შესახებ ბოლო 5 თვის მონაცემები, ნაციონალური  მოძრაობის აჭარის ორგანიზაციამ გამოითხოვა და გაასაჯაროვა. 

ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა სპიკერმა, რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ პრემია და დანამატებია სამინისტროებში გაცემული. 

გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ანაზღაურების სახით, 5 თვეში 28 ათას 960 ლარი აიღო.

ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ 660 ლარით ნაკლები, 28 300 ლარი. 

ზუსტად ერთნაირად აუნაზღაურდათ შრომა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს, 5 თვეში თითოეულს 23 ათას 800 ლარი დაერიცხათ. 

ყველაზე ნაკლები თანხა კი სოფლის მეურნეობის მინისტრს ერგო, მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ მესხიძემ  სარგოს სახით 19 140 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სამინისტროებს, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით,  5 თვის განმავლობაში, ანაზღაურების სახით აჭარის მთავრობის ყველა უწყების თანმშრომლებზე 2 მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა.

"მთავრობის შენახვა 3 მილიონი გვიჯდება. აჭარის მთავრობა ფაროსანასავით აზის მოსახლეობას თავზე" - აცხადებს რეზო ხარაზი. 


 


წყარო: აჭარის ტელევიზია