გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აჭარაში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პანდემიის მართვაში ჩართული მედიკოსები დაჯილდოვდნენ

23-12-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


დღეს აჭარაში მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, Covid 19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა.


თორნიკე რიჟვაძემ მედიცინის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაა, ყოველწლიურად იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი და პროექტების დაფინანსება - ,,არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რომელიც თითოეული ჩვენი რეგიონის მცხოვრების ინტერესზეა მორგებული. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის თავდადებული შრომა, რომელსაც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ეწევა ჯანდაცვის რგოლის თითოეული თანამშრომელი. ეს არის შრომა, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აფასებს.


ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ჯანდაცვა წარმოადგენს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმ კონკრეტული სიახლეების დანერგვას, რომელიც არცერთ ადამიანს შესაბამისი მზურვენველობის გარეშე არ დატოვებს".


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და ასევე, დაფინანსების მოცულობა. გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გაორმაგდა ტყვიის კვლევების დაფინანსება. გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება.


2021 წელს პირველად, 3 პაციენტს, უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში დაუფინანსდა გულის გადანერგვა.


მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.