გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: შეთხზა ახალი ამბავი თითქოს, ისეთ პატივს სცემს საავადმყოფოს პერსონალი, რომ ტორტი მიუძღვნეს, სინამდვილეში მან კექსი თვითონ შეიძინა

24-12-2021

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით 21 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე მიხეილ სააკაშვილმა თავად შეიძინა კექსი და შეთხზა ახალი ამბავი, რომ მედპერსონალმა მას ტორტი მიუძღვნა.


როგორც ექსპერტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ის პერფორმანსები და საჩუქრები, რაც სააკაშვილს დაბადების დღეზე მიუძღვნეს, მას არ ეყო.


„ახლა ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ 21 დეკემბერს დაბადების დღე იყო ბატონი ტუსაღის და ის პერფორმანსები და საჩუქრები, რაც მას მიუძღვნეს, არ ეყო.


როგორც ჩანს, ბავშვობიდან სჭირს მას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გარკვეული საჩუქრების მიმართ და შეთხზა ახალი ამბავი, რომ იქ ისე უყვართ ის და ისეთ პატივს სცემს საავადმყოფოს პერსონალი, რომ ტორტი მიუძღვნეს. სინამდვილეში მან კექსითვითონ შეიძინა. ის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და ასეთი ინფორმაციები ჟონავს“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.