კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ახალციხეში შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ

24-12-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.


მერიის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები შერჭირვებული ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.


აღნიშნულ დახმარებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში მოქმედი პროგრამით მოსარგებლე 139 ოჯახი მიიღებს.


ასევე, აღსანიშნავია, რომ ქართული ჩიფსის მწარმოებელმა კომპანიამ „ფრიქსიმ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, თავისი წარმოებული პროდუქცია გადასცა, რომელსაც თვითმმართველობა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებსა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დაურიგებს.


გარდა ამისა, 16 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საკვები პროდუქტებით დახმარება გაუწია ბიზნესმენმა ამირან ივანიძემ.