24-12-2021
ელფები, თოვლის პაპა, გასართობი თამაშები, ფერადი ბუშტები, ფეხბურთის ბურთები, კონკურსები და საჩუქრები გამარჯვებულებისთვის - ჰაიდელბერგ ცემენტმა კასპის ქარხნის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გამართა.
განსაკუთრებული საჩუქრები ბავშვებს ახლადაღდგენილ ფარნავაზის ქუჩაზე კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე გადაეცათ, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნა. შეხვედრაზე სასაჩუქრე პაკეტები მიიღო ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორი - ირაკლი მახარობლიძე.
ვახტანგ მაისურაძემ ირაკლი მახარობლიძეს თანამშრომლობისთვის, პატარების გახარებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და კომპანიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.