გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მადონა ჩადუნელის განცხადებით, მას წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის ხელფასს არ უხდიან

25-12-2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კოორდინატორის, მადონა ჩადუნელის განცხადებით, მას წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის ხელფასს არ უხდიან.


„მე არ ვიცი, რა ხელფასი იყო განკუთვნილი. ახლობლის თხოვნით მივედი და ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჩვენი სოფლიდან ვინც იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, იმის გვერდში დასადგომად. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ მოდი, გვერდში დავუდგეთო. შემდეგ გავიგე, რომ სხვა რაიონებში 3 თვე იღებდნენ კოორდინატორები ხელფასს, მე კი არცერთხელ არ ამიღია მთელი კამპანიის განმავლობაში. არავის გავხსენებივართ - რომ გაემარჯვათ, ალბათ, ერთჯერადად მაინც მოგვცემდნენ. ჩემი სოფლელები დღესაც აწუხებენ იმ გოგოს, ვისი თხოვნითაც მე გვერდში დავუდექი დეპუტატობის კანდიდატს. რამდენიმე მათგანს ამ გოგომ თავისი ჯიბიდან მისცა, მაგრამ ისიც უხელფასოდ დატოვეს და მომერიდა მისი შეწუხება“, - აცხადებს მადონა ჩადუნელი imedinews-თან საუბარში.