გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ანა ხარებავა: ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა; მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო გახარიას პარტია

25-12-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა ხარებავა, რომელიც წარმოადგენდა პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული სიის მესამე ნომერს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბრობს პარტიის დატოვებაზე. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ პარტიას მკვეთრად აქვს შეცვლილი პოლიტიკური კურსი.


როგორც ხარებავა წერს, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ პარტია ვერ ახერხებს აქტივზე ხელფასების გაცემას.


„მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის" აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია ,,საქართველოსთვის" მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა და სხვა ბევრი ნიუანსები. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,საქართველოსთვის" და საერთოდ ვემიჯნები პოლიტიკას.“- აცხადებს ანა ხარებავა.