გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ყველას აქვს გააზრებული, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური - შალვა პაპუაშვილიც სწორედ ამ პრინციპით იმუშავებს

25-12-2021

ის, რომ პარლამენტის სპიკერი უნდა იყოს პრინციპულად ნეიტრალური თავისი ფუნქციის შესრულებისას - ეს არის განსაზღვრული კონსტიტუციით და ყველას აქვს გააზრებული, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.


მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილიც სწორედ ამ პრინციპით იმუშავებს.


„რა თქმა უნდა, როცა საუბარია ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობიდან გადადგომაზე და შემდეგ ახლის არჩევა, ასეთ დროს ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, საზოგადოებას თავიანთი ვერსია შესთავაზონ, თუმცა ვერსია არის ერთი: კახას ჰქონდა თავისი პრიორიტეტები და აქედან გამომდინარე, მან პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს და საპარლამენტო ფუნქციების სათანადოდ შესრულებას, ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება, რაც ეკისრება სპიკერს. პოლიტიკურად ნეიტრალური პარლამენტის სპიკერი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერი. კახაც იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვაც ერთ-ერთი ლიდერია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პარლამენტის თავმჯდომარე სუბიექტურია თავისი გუნდის მიმართ. მთავარია, რომ კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, ის არ იყოს სუბიექტური იქ, სადაც არ შეიძლება იყოს სუბიექტური - ანუ, საპარლამენტო მუშაობის გაძღოლისას. ეს პრინციპი ზედმიწევნიდ დაცული იყო კახას მხრიდან და დაცული იქნება შალვას მხრიდანაც“, - განაცხადა კობახიძემ.