გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: კონსოლიდირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ერთადერთი შანსი მდგომარეობს იმაში, რომ ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს

25-12-2021

დღეს არავითარი კრიზისი არ არის. ხალხი ძალიან მშვიდად უყურებს მოვლენების განვითარებას. ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არც ბუნებრივი და არც ხელოვნური კრიზისის შექმნის საშუალება არა აქვს. ის ე.წ. შიმშილობაც კი, რომელიც გამოცხადდა, ღიმილის მომგვრელია, რადგან ყველამ ყველაფერი იცის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.


მისივე განმარტებით, ამ შიმშილობას არავითარი მიზეზი არა აქვს და შესაბამისად ამ პროტესტსაც სიმყარე ვერ ექნება.


„მათი გუნდი აბსოლუტურად მოშლილია. ეს ძალიან კარგია დემოკრატიული პროცესების სათანადოდ განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დესტრუქციულ ძალასთან, რომელიც დაფუძნებულია მუდმივად ბოროტებაზე და თუ ეს პოლიტიკური ძალა დასუსტდება, ეს მხოლოდ წაადგება დემოკრატიული განვითარების პროცესს . ერთადერთი შანსი, რომ ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული პოლიტიკური სისტემა, მდგომარეობს იმაში, რომ ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.