გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რაიმე ღირსება აქვს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ უნდა შექმნას

25-12-2021

ნებისმიერ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს თავისი წითელი ხაზები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წითელი ხაზია კოალიციის არშექმნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.


„თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რაიმე ღირსება აქვს, მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ უნდა შექმნას. ვნახეთ, რომ გახარიას პარტიამ ჩხოროწყუში შექმნა კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. დიდხანს ვერ ბედავდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გადაკვეთეს ეს ყველაფერი, ცდუნებამ სძლია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობას არ აქვს არავითარი ღირსება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ მხარდაჭერით აირჩიეს.