გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ აზარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას

27-12-2021

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.


ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.