გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ლურჯი ვეშაპი" -ოზურგეთში 17 წლის ბიჭმა ვენები დაისერა

3-05-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 17 წლის ბიჭმა ვენები დაისერა, მიზეზი სახიფათო კომპიუტერული თამაში "ლურჯი ვეშაპია"

რროგორც გურიის მოამბისთვის ხდება ცნობილი, ახალგაზრდა დღეისთვის ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცავებს ასევე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ მისი რამდენიმე ყოფილი კლასელი, ვისთანაც ახალგაზრდა დღემდე მეგობრობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან მერიის სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძეც ადასტურებს. 

"ეს ბავშვი მეცხრე კლასიდან გავიდა სკოლიდან. უკვე სამი წელია ჩვენს სკოლაში არ სწავლობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც ძალიან სახიფათო თამაშში იყო ჩათრეული, მე თვითონ პოლიციელებმა მომაწოდეს. ეს ბავშვი არის ზედამხედველობის ქვეშ მის რამდენიმე ყოფილ კლასელთა ერთად, რომლებიც მასთან ურთიერთობდნენ დღემდე. ჩვენც ადმინისტრაციაც მთლიანად ჩართული ვართ ამ საკითხში"-გვეუბნება სკოლის დირექტორი. 

აღნიშნული ფოტო პირდაპირ კავშირში არ არის წერილთან. 

"გურიის მოამბე"