გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

27-12-2021

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან განხორციელდა 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 744 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).