გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკო ტურიზმის 10 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

27-12-2021

პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე -ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.


2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი - პროექტს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი შეემატა. მთელი ქვეყნის მასშტაბით “ღვინის გზის” პროექტში 320 მასპინძელი ობიექტია გაერთიანებული. 2022 წლისთვის მომზადდა 30 ახალი მარნის პროექტიც.


ატენის ხეობაში მოეწყო საპიკნიკე ინფრასტუქტურა, რომელიც მოემსახურება ორგანიზებულ ტურისტულ ნაკადს. ასევე გორში ციხის ფონზე, ლომჭაბუკის სკვერში განთავსდა სასურათე ჩარჩო.


ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს.


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ტურისტული პროდუქტის ფორმირების მიზნით, ეკო ტურიზმის 10 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დონორი ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით მომზადდა 2 ეკოტურისტული ბილიკის ინტერპრეტირებული პროექტი განახლებული ასურეთისა და ბოლნისის ტერიტორიისთვის.