გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რისკები კარგად მქონდა გააზრებული - ვთქვი, რომ უნდა შემოვიტანოთ ვაქცინები ნებისმიერ ფასად და მეორე - გავხსნათ ბიზნესი

28-12-2021

როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერ ფასად შემოსულიყო ვაქცინა ქვეყანაში და გახსნილიყო ბიზნესი.


„როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ. უნდა შემოვიტანოთ ვაქცინები ნებისმიერ ფასად, მოსახლეობას მივცეთ არჩევანის საშუალება და მეორე - გავხსნათ ბიზნესი დავეხმაროთ ბიზნესს და ეკონომიკა აღვადგინოთ. მადლობა ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას აქვს სწორი განწყობები და რაც მთავარია ბიზნესი გამოგვყვა ჩვენ. ძალიან არის გააქტიურებული ბიზნესის ყველა მიმართულება. შედეგი არ არის შემთხვევითი. სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესმა გაიგოს, რას გეგმავს მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ბიზნესს არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის, არასტაბილურობის შიში. ამიტომ, წელს უპრეცენდენტო ზრდა გვაქვს. არა მხოლოდ რეგიონში და ევროპაში - ირლანდიის შემდეგ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. შედეგი სახეზეა. ბიზნესი გამოგვყვა და კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს 2022-ში. ვიცი მათი განწყობები, კიდევ მეტს გააკეთებენ, რატომ - 3 წელი გვაქვს სტაბილურობის ხანა, აღმშენებლობის, განვითარების პერიოდი, ამიტომ ყველა გააორმაგებს თავის აქტივობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.