გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ზურაბ ქადაგიძე ლონდა თოლორაიაზე: ამ ქალმა წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად და თავიდან ბოლომდე აქვს შესისხლხორცებული მისი მეთოდები, რაც სახეზეა

28-12-2021

ლონდა თოლორაიამ წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად და თავიდან ბოლომდე აქვს შესისხლხორცებული მისი მეთოდები, რაც სახეზეა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.


„თავის დროზე რომ დაგეჯერებინათ გოგიჩასთვის და ადეიშვილის ხელის გოგო არ დაგენიშნათ ინსპექტორად, ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა. ამ ქალმა წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად და თავიდან ბოლომდე აქვს შესისხლხორცებული მისი მეთოდები, რაც სახეზეა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.


პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი დაინიცირდა.


ლონდა თოლორაიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი.