გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: კუბური მეტრი გაზის ფასი 1800$ ზეა ასული მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან, ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება

28-12-2021

კუბური მეტრი გაზის ფასი 1800$ ზეა ასული მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება, რაც მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით არის შესაძლებელი.


„ნახეთ, რა ხდება ევროპაში, როგორი სიტუაციაა, საკამოდ დაძაბული სიტუაციაა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მიდინარე მოვლენებს. ბრუსელში ვიყავი და იქ ბუნებრივია, მოვისმინე შეშფოთებები და განწყობები, რომელიც ევროპაში არსებობს. იგივე, გაზის ფასი რომ ავიღოთ, 1800$ ზე არის ასული კუბური მეტრი გაზი, მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან. ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით და არა არაპროგნოზირებადი, ავანტიურისტი და არასტაბილური ადამიანების პირობებში",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.