6-11-2017
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოსამა ბინ ლადენის სახლიდან და კომპიუტერიდან ამოღებული 18 000 დოკუმენტი, 79 000 ფოტო და აუდიო ფაილი და 10 000-ზე მეტი ვიდეო გაასაჯაროვა. მასალა CIA-მ ალ-ქაიდას ლიდერის პაკისტანში მდებარე სახლიდან ამოიღო. სწორედ ამ სახლში მოკლა ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა ტერორისტი 2011 წელს.
„ბეტმენი: გოთემის რაინდი,“ „ტომი და ჯერი“, „სამი მუშკეტერი“, „დიდი გამყინვარება 3-დინოზავრების ერა.“-ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ოსამა ბინ ლადენის კომპიუტერში აღმოაჩინეს. CNN-ის ცნობით, ვიდეობს შორის პორნოგრაფიული ხასიათის მასალებიც იყო, რომლის გასაჯაროებისგანაც CIA-მ თავი შეიკავა. ტერორისტი კომპიუტერში ალ-ქაიდას და თავისი თავის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსაც ინახავდა. აღსანიშნავია, რომ ფილმები ტერორისტს საავტორო უფლებების დაცვით ჰქონდა მოპოვებული და არა პირატული გზებით.
სახლში, სადაც ბინ ლადენმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, მისი პირადი ჟურნალიც იპოვეს. ჟურნალში წერია, რომ თინეიჯერობის ასაკში ის შექსპირის დაბადების ადგილს ეწვია და "ამან საბოლოოდ დაარწმუნა დასავლეთის გარყვნილებაში".
ფაილები ასევე შეიცავს 11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველ ფოტოებს და კლიპ-არტებს. ბინ ლადენის გეგმებს ირანთან დაკავშირებით და ერაყის ომში ალ-ქაიდას ჩართულობის დამამტკიცებელ საბუთებს.
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს განცხადებით, მასალის გასაჯაროება ამერიკელ ხალხს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მუშაობის სქემა და გეგმები.
წყარო: ტელეკომპანია მეგატვ