3-05-2018
სამტრედიაში, პოლიციის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევა, სამტრედიაში 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი თავდაპირველად შენობის მესამე სართულზე გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია შენობის 120კვ.მ ფართობი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 26 მეხაძრე-მაშველი.