გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას

28-12-2021

ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა მათი ხელფასები, რაც პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი.


„ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა მათი ხელფასები, რაც პრობლემაა. ჩვენ გავზარდეთ პენსიები. პენსია გახდება 270 ლარი მინიმუმ. 2022-ში იქნება 300 და 330 ლარი. ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი გაეზრდება, მათ შორის, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს, ექიმებს და გვინდა, რომ ეს პროცესი შევინარჩუნოთ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. ჩემი დავალებით ვმუშაობთ ამ გეგმაზე და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.