გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უქმე დღეებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

28-12-2021

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის N608 დადგენილების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში და 8 – 9 იანვარს გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.


სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.
2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.


გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.


ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge" - აცხადებენ უწყებაში.