გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის – ზაქარია ქუცნაშვილი

3-05-2018

„ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის“, - ამის შესახებ პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა. გადაცემა „ბარიერში“ მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მე გამიხარდა ბატონი ბიძინას დაბრუნება. მას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი როლი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაში არის ძალიან მაღალი. 

მგონია, რომ ბატონი ბიძინა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქველმოქმედია. ვნახოთ 21-ე საუკუნე შობს კიდევ თუ არა მასზე დიდ ქველმოქმედს. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ მე მასთან მაქვს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალის და ბატონის დამოკიდებულება.

მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა, ისევე როგორც მასაც გავუკრიტიკებივარ ხშირად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში, და არა იმას, რომ მოდი ვთქვა ის, რაც მას ესიამოვნება. შაქარიას მეძახის მოფერებით. აქედან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობა და ის განვლილი გზა მაძლევს უფლებას და მე ვფიქრობ ვალდებულიც ვარ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პრინციპი, რომ პარლამენტის წევრის უფროსი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე რამისა: ეს არის სინდისი, ხალხი, კანონი და, თუ მორწმუნე ხარ, ღმერთი. აი ეს არის პარლამენტის წევრის უფროსი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის №38 გაერთიანებული ოლქიდან არის არჩეული. არის ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და 2 კომიტეტის წევრი.

reginfo.ge