გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა შეეძლებათ

3-05-2018

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მიღების უფლება ექნებათ, რის საფუძველზეც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სახელმწიფო სერვისებითა და პროგრამებით ისარგებლებენ. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრაციის გზით პირადი ნომრის მიღება შეეძლებათ. საიდენტიფიკაციო მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირდება, საჭიროების შემთხვევაში კი გაიცემა ცნობა პირადი ნომრის შესახებ.

აღნიშნული წესით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებით, მაგალითად: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება, გრანტის მიღება, საბანკო სერვისებით სარგებლობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღება, პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა და სხვა.

რეგისტრაციის პროცესი განხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში ან საზოგადოებრივ ცენტრებში დაინტერესებული პირის გამოცხადების გზით ან ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის ვადა კი 10 სამუშაო დღე იქნება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას და, შესაბამისად, არ წარმოშობს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს.

 

reinfo.ge