გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციასთან დაკავშირებით: ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ, ეს არის ექიმების სასაუბრო

28-12-2021

ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.


„ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ ვრცელდება მრავალი სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩემი მხრიდან იქნება გარკვეულწილად სპეკულაცია, რომელშიც მე ბუნებრივია, ვერ შევალ და ამ საკითხზე უნდა ისაუბრონ დარგის სპეციალისტებმა, ეს იყო სიმულაცია, არ იყო თუ ა.შ. მე ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ. მე არ ვარ ექიმი, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შესაბამისად, გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. ეს არის ექიმების სასაუბრო" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.