გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის ტექნოპარკში ახალი თანაშექმნის სივრცის, "კომლის" ფორუმი გაიმართა

28-12-2021

კასპის ტექნოპარკში გაიმართა ახალი თანაშექმნის სივრცის, "კომლის" კასპის სათემო ფორუმი.


ფორუმის მიზანია ერთად მოუყაროს თავი ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მუნიციპალიტეტის განვითარებით.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომლის მშენებლობა, რომელიც იქნება თანამონაწილეობრივი. სივრცის ძირითადი ფუნქციებია: თანაშექმნის სივრცე რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, მკვლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას შეხვედრებისათვის, გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისათვის.


ფორუმის ფარგლებში კასპის ტექნოპარკმა წარადგინა წლის აქტივობების ანგარიში.


კასპის კოლეჯის წარმომადგენელმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, აუდიტორიას გააცნო კოლეჯის მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და საქმიანობა. ამასთანავე, ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ხარისხიანი განათლების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.


ფორუმში მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე. "დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ხარისხიანი განათლების, ინოვაციების აუცილებელობა. რომ ქვეყნის მომავალს და ამ შემთხვევაში კასპს ტექნოპარკის და პროფესიული კოლეჯის სახით ახალგაზრდებისთვის ბევრის შეთავაზება შეუძლია, მნიშვნელოვანია თანაშექმნის სივრცის „კომლი“ს დაფუძნება და განვითარება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიაამ მიმართულებით ყოველთვის გამოხატავს მზაობას და თანადგომას" - აღნიშნა ზურაბ კოპაძემ.