გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახა ბექაური: კომისიის, მთავრობის და პარლამენტის რადიო სექტორთან თანამშრომლობა, წარმატებული და ძალიან კარგი მაგალითია

28-12-2021

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას რადიო სექტორთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც რადიოებს ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით უფასოდ გაუხანგრძლივდათ სექტორს ძალიან დაეხმარება. კომისიის თავმჯდომარემ ასევე ამოწურვადი სიხშირული რესურსის ეფექტიანად განკარგვის მიზნით კომისიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე ისაუბრა.


„ამოწურვადი სიხშირული რესურსის ეფექტიანად გამოყენებისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის მიხედვით 15 სამაუწყებლო ზონა განისაზღვრა. სამაუწყებლო ზონები აქამდე არ არსებობდა, სტრატეგიის და სამაუწყებლო ზონების დამტკიცების მიზანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს რადიოს მოსმენის შესაძლებლობა, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია.


აქვე გეტყვით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება და რადიოებს ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლით უსასყიდლოდ გაუგრძელდებათ. ეს ნამდვილად არის პარლამენტის, მთავრობის, კომისიის და მედიის წარმატებული თანამშრომლობ კარგი მაგალითი. რადიო სექტორს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით რადიოებს ტელერადიოცენტრის მიმართ არსებული დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერათ“,- განაცხადა ბექაურმა პარლამენტში.