გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი რამიშვილი: მადლობა კომუნიკაციების კომისიას, რომ საცალო ტარიფის რეგულირებიდან გამოვიდა, ეს პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის

29-12-2021

„ბატონ კახას და კომუნიკაციების კომისიას მინდა მადლობა გადავუხადო იმ ნაწილში, რომ გამოვიდა საცალო ბაზრის რეგულაციიდან, ეს აუცილებლად სათქმელია. კი, დაგვჭირდა ამისთვის დრო, ვიკამათეთ, მაგრამ მაინც მივედით შედეგამდე და ეს პლუსია. სილქნეტი კაპიტალ მარკეტზეა, ჩვენ შემოგვაქვს ფული დასავლეთიდან და ჩვენ გვყავს ტოპ 50 ინვესტორი და როდესაც ეს მესიჯები გადის, რომ საქართველოში არის ასეთი კარგი წესები და კანონები, როცა მარეგულირებელი გამოვიდა რითეილიდან და როდესაც MVNO-დანაც გამოვა აარის ძალიან პოზიტიური გზავნილი. Mvno კონტრაქტი უკვე გვაქვს ხელმოწერილი, იმუშავებს თუ არა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მოვიზიდავთ კიდევ უფრო იაფ და მეტ ინვესტიციას, იმისთვის რომ დავნერგოთ 5 G ინტერნეტი იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა 5G-ტექნოლოგიის გაკეთება“, ეს განცხადება პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომპანია სილქნეტის მფლობელმა გიორგი რამიშვილმა გააკეთა.